ძვირფასო სტუდენტებო, იურიდიული ფაკულტეტისა ადმინისტრაცია გილოცავთ მაგისტრატურის საფეხურზე წარმატებით ჩარიცხვას!
სამართლის სამაგისტრო პროგრამა, სისხლის სამართლის და საჯარო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 18 სექტემბერს 09:30-17:00 , თსუ II კორპუსი, პირველი სართული, 129 აუდიტორია, (თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №3).
სამართლის სამაგისტრო პროგრამა, კერძო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 19 სექტემბერს , 09:30-17:00 , თსუ II კორპუსი, პირველი სართული, 129 აუდიტორია, (თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №3).
საერთაშორისო სამართლის მიმართულების სტუდენტებისთვის ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს 18 სექტემბერს , 09:00 – 17:00 , თსუ II კორპუსი, პირველი სართული, 112 ოთახი, (თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №3).
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ბრძანების N: 192/01-01
- ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2026 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).